სამძიმარი გარდაცვლილი სენატორის ოჯახს

სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, მამუკა ბახტაძემ ჩანაწერი გააკეთა. პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის სახელით მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილი სენატორის ოჯახს. სამძიმრის წიგნში საკუთარი ჩანაწერი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც გააკეთეს.