გასული წლის განმავლობაში საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიიდან რეკორდული შემოსავალი დაფიქსირდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ სექტორმა ქვეყანაში 4 მილიარდ 100 მილიონი ამერიკული დოლარი მოიზიდა. საქართველოში აქტიურად გრძელდება ზამთრის ტურისტული სეზონი. ქვეყანამ რამდენიმე საერთაშორისო სამთო სათხილამურო შეჯიბრს უმასპინძლა.
რა შედეგები და გეგმები აქვს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის განვითარების მიმართულებით – თემაზე „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს მარიამ ქვრივიშვილმა უპასუხა.
მარიამ ქვრივიშვილი – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე