სულ ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 28 პაციენტი გვყავს. მათ შორის არის ერთ-ერთი პირველი ინფიცირებული, კორპორაცია „ევექსის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ გამყრელიძე. მასთან ინტერვიუ მარიამ სეთურიძემ ჩაწერა და ახლა სწორედ ის მოგვიყვება, რა მოისმინა გამოჯანმრთელებულისგან, როგორ მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი.