მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების გეგმას ნეგატიურად აფასებენ ევროპარლამენტიდან.
ვიოლა ფონ კრამონის შემდეგ ყოფილ პრეზიდენტს ამ ნაბიჯის არ გადადგმისკენ მოუწოდებს ესტონელი დეპუტატი. ესტონეთის ყოფილი პირველი დიპლომატი მარინა კალიურანდი ფიქრობს, რომ უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის ჩამოსვლა პროვოკაციაა, რაც პოლარიზაციას კიდევ უფრო გაზრდის. როგორც ირკვევა, ევროპარლამენტარმა საკუთარი პოზიცია სააკაშვილს პირადადაც გააცნო. მისი მთავარი გზავნილია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ეუთო-ოდირის დასკვნას უნდა დაეყრდნოს.
მარინა კალიურანდი თბილისშია, მას ლევან ახალაია შეხვდა.