ბიძინა ივანიშვილის მეორე შეხვედრა ჟურნალისტებთან.
ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში შესულ საქმეებს უცხოელი პროკურორები გამოიძიებენ, მისთვის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პირობას დებს, რომ პირველი იქნება, ვინც ყოფილი მთავარი პროკურორის დასჯას უმკაცრესად მოითხოვს. „ომეგა ჯგუფის“ დავალიანებაზე პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბიზნესმენი სახელმწიფოს აშანტაჟებს და თუ ის დავალიანების დაფარვისთვის მზადაა, ხელისუფლება „ომეგა ჯგუფს“ შანსს კიდევ ერთხელ მისცემს.
როგორ აღიქვამს გუშინ გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა ივანიშვილზე საუბრობდნენ და კიდევ რა შეკითხვებს უპასუხა ყოფილმა პრემიერმა, ამას ანა ბროლაძე გვეტყვის