ეპიდემიოლოგიური ვითარება. მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის პანდემია გრძელდება. ზოგიერთ ქვეყანაში ფიქსირდება ეპიდ-აფეთქებები. ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად ვლინდება საქართველოშიც. ევროპაში კი ახალი ვირუსული ინფექცია „მაიმუნის ყვავილი“ ვრცელდება. რას უნდა მიაქციონ ყურადღება მოქალაქეებმა, რა რეკომენდაციებს გასცემს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, – საკითხზე „მოამბის“ შეკითხვებს ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა.