ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 49 სოფლისა და დასახლებული პუნქტის მოსახლეობისთვის ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ტრენინგების ჩატარება დაიწყო. მოქალაქეები ციფრული საჭიროებების კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავებული პროგრამით გადამზადდებიან. შეგახსენებთ, კომუნიკაციების კომისია „ოუფენ ნეტის“ მხარდაჭერითა და ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახორციელებს Log-in Georgia-ს პროექტის, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“. მისი მიზანია, ინტერნეტის გამოყენების პოპულარიზაცია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ციფრული ჩართულობის ხელშეწყობა და მათ ციფრულ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ტრენინგ პროგრამების შეთავაზება.