კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 16 აპრილს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ინსტალაცია-პერფორმანსის, „მედეას ბურკა“ პრემიერა შედგა. ექსპოზიცია-პერფორმანსი მოიცავდა ინსტალაციას, ვიდეონამუშევარს, სკულპტურას, პიესა-საინტერპრეტაციო ტექსტსა და მუსიკალურ ნაწილს. პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაესწრო. „მედეას ბურკა“ ოთხ სივრცეში იყო წარმოდგენილი, რაც ასევე პერფორმანსის ექსპოზიციური ნაწილია. დამთვალიერებლებს დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ, ექსპოზიციის ნაწილი იხილონ, ხოლო საღამოს საათებში დაესწრონ ამ საექსპოზიციო ინსტალაციაში გამართულ პერფორმანსს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპოზიცია-პერფორმანსი წარადგინა შემოქმედებითმა კავშირმა „ვან ენდ არტი“. დამთვალიერებელი ექსპოზიცია-პერფორმანსის ნახვას 22 აპრილამდე შეძლებს.