მორიგი სიახლე ონკოპაციენტებისთვის.
სახელმწიფო კიდევ 21 დასახელების წამალს დააფინანსებს. ხელშეკრულებები მსოფლიო ბაზარზე მოქმედ ორ ცნობილ კომპანიასთან გაფორმდა. მათ შორის „როშეს“ მიერ წარმოებული მედიკამენტებიცაა, რომლებიც საქართველოში უკვე შემოიტანეს. პირდაპირი წესით და შედარებით დაბალ ფასად მოხდება კიდევ ერთი ფარმაცევტული კომპანია „ნოვარტისის“ წამლების შესყიდვაც. ორივე კომპანიის მიერ წარმოებული ინოვაციური მედიკამენტები ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაიცემა. რეფორმის მიზანი წამლებზე მოქალაქეთა ჯიბიდან დანახარჯების შემცირება და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა.