რა რესურსი აქვს ქვეყანას ტექნოლოგიების და ინოვაციების განსავითარებლად – 10 წლის წინ შექმნილმა სააგენტომ საქმიანობა ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წინაშე შეაჯამა.
საგრანტო პროგრამები, სტარტაპების წამახალისებელი პროექტები, ბოლო წლებში დაფინანსებული ტექნოლოგიური და ინოვაციური წინადადებები – დღეს ვრცლად ისაუბრეს, რა ნაბიჯები გადაიდგა ინოვაციური ეკოსისტემის გასაძლიერებლად. გაჟღერდა ახალი ინიციატივაც. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები ამოქმედდება. ხელოვნური ინტელექტის განსავითარებლად კი სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი შეიქმნება.