კომპეტენტური ინოვაციების კონკურსში გამარჯვებულ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს განათლების მინისტრმა სერტიფიკატები გადასცა. კომპეტენტური ინოვაციების ფონდის პირველი კონკურსი მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა. რეიტინგულ სიასა და ხელმისაწვდომ ბიუჯეტზე დაყრდნობით, დაფინანსება 13-მა უნივერსიტეტმა მოიპოვა.