ინიციატივა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ
საპარლამენტო უმრავლესობა მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი მოსმენით განიხილავს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს. ოპოზიციის დიდი ნაწილი განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს. კანონმდებლები აკრიტიკებენ წარდგენილ პროექტს და მას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებენ. მმართველი გუნდი კი მიზნად ლგბტ პროპაგანდისგან დაცვას ასახელებს.
ინიციატივას კომიტეტებმა პირველი მოსმენით მხარი გასულ კვირაში დაუჭირეს. განხილვას ოპოზიციიდან მხოლოდ პარტია „გირჩის“ წევრი დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი დაესწრო. კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, სქესის შეცვლასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები.