თბილისში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა, შესაძლოა, მოგვარდეს.
წლების წინ სხვადასხვა მიზეზით შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების განსაახლებლად დედაქალაქის მთავრობა რამდენიმე ინიციატივას ამზადებს. იგულისხმება დეველოპერული კომპანიებისთვის გარკვეული ფინანსური შეღავათების დაწესება და მათთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების გამართვა.
დაუსრულებელ 179 ობიექტს შორის საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად რესტორნები, სასტუმროები და სხვა დანიშნულების ნაგებობებიცაა.
მერიის გეგმით, გაჩერებული ობიექტების ნაწილი, რომელთა მშენებლობის ვადები ამოწურულია, დემონტაჟს დაექვემდებარება.