თბილისის მერია დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს

12:05, 20.06.2018

თბილისის მერია დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემების მოგვარებაზე მუშაობას იწყებს.

შესაბამისი დავალება მერის მოადგილე ილია ელოშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

დედაქალაქის მერია ცენტრალურ მთავრობასთან ერთად მუშაობს იმ კომპანიებისათვის საგადასახადო შეღავათებისთვის დაწესებაზე, რომლებმაც დაწყებული მშენებლობები ბოლომდე ვერ მიიყვანეს.

 

მსგავსი