თიანეთის მუნიციპალიტეტში გორანა-დავათი-ბულაჩაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება გზის 4 კმ-ზე მეტი მონაკვეთი. ასევე, დაგეგმილია სანიაღვრე არხებისა და მილების მოწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.