კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. ახმეტაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პროექტით გათვალისწინებულია 900 გრძივი მეტრის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა, ხოლო სოფელ მაღრაანში შიდა საუბნო გზის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობაა დაგეგმილი.
საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ ფინანსდება. მიმდინარე პროცესს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.