თუშეთში, გომეწრის ხეობაში ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა.
ხითანას სალოცავის რეაბილიტაცია საპარკინგე, სველი წერტილების, სანიტარული კვანძების, წყალმომარაგების და შენობასთან დამაკავშირებელი ბილიკების მოწყობას ითვლისწინებს. „ხითანა“ ადგილია თუშეთში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაშია შეტანილი და გასული საუკუნეებიდან ადგილობრივი მოსახლეობისათვის კულტურული ღონისძიებების გამართვის ადგილს წარმოადგენს. არ არის გამორიცხული ხითანობის დღესასწაულს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭოს.