ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურა თუშეთში

თუშეთში, გომეწრის ხეობაში, ვარდავაკეს ტერიტორიაზე ახალი ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა.

საპილოტე პროექტი ითვალისწინებს საკემპინგე და საპიკნიკე სივრცის მოწყობას, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს ადგილობრივებს, წაახალისებს ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს, ხელს შეუწყობს მზარდი ტურისტული ნაკადების მართვის და ეკოტურისტულ პოტენციალს გაუმჯობესებას. ასევე გომეწრის ხეობაში უკვე მომზადდა პროექტი, რაც გზის გაჭრის სამუშაოებს გულისხმობს იმ ხუთ სოფელში, სადაც აქამდე გზა არა ყოფილა.