ინფრასტრუქტურული პრობლემები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში
ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ ადგილობრივები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში. პრობლემურია წყლის საკითხი. გზების დიდი ნაწილი ამორტიზებულია, ეს მელექედურში არსებული პრობლემების ნაწილია. ადგილობრივების თქმით, არსებული გამოწვევების გამო მაღალია მიგრაციის დონე. ხალხი ტოვებს სოფლებს.
აქვს თუ არა ადგილობრივ ხელისუფლებას ამ პრობლემების მოგვარების გეგმა, – თეა აბსარიძის სიუჟეტი.