ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

რიკოთის გზის პროექტის გამო ინფრასტრუქტურის მინისტრს ამჯერად განმარტებების გაკეთება პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოუხდა.

ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენიდან ერთ კვირაში ირაკლი ქარსელაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს. ოპოზიციონერი დეპუტატების ძირითადი კითხვები რიკოთის გზის დასრულების ვადებს და უსაფრთხოებას ეხებოდა. ოპონენტები დაინტერესდნენ, რატომ გახანგრძლივდა მშენებლობა, რომლის დასრულება 2020 წელს იგეგმებოდა. დაისვა შეკითხვები რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთზე, გაჭიანურებულ პროექტებზე, ხარჯების მიზნობრიობაზე და წყალმომარაგების სფეროში არსებულ პრობლემებზეც. 2022 წელს ჩატარებული სამუშაოების გარდა მინისტრმა დეპუტატებს 2023 წელს დაწყებული პროექტებიც გააცნო.