ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

კორონავირუსმა შესაძლოა ქვეყანაში მიმდინარე საგზაო პროექტებიც შეაფერხოს.

მიზეზი ჩინურ კომპანიებში დასაქმებული პერსონალია, რომელთა ნაწილი ჩინეთიდან დაბრუნებას ჯერ ვერ ახერხებს. სავარაუდო რისკებზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა.

მაია ცქიტიშვილი მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში უკვე მეორედ მივიდა. საქმიანობის შეჯამების დროს ვიცე-პრემიერმა სფეროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად წყალმომარაგება დაასახელა. კითხვები დაისვა ანაკლიის პროექტზეც. მინისტრმა პორტის აშენება ქვეყნის სტრატეგიულ მიზნად გამოაცხადა, თუმცა ახალი ინვესტორი ჯერ მოძიებული არ არის. მოსმენის დროს დარბაზში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ისხდნენ.