ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო სამუშაოებს კახეთის რეგიონში ეცნობა. ზურაბ ალავიძემ, საგარეჯოში ახალი ხიდის მშენებლობა დაათვალიერა.
სამუშაოები თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს.
ხიდის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ დროისათვის, დარჩენილია ხიდზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.