ინფრასტრუქტურის მინისტრი კახეთში სამშენებლო სამუშაოებს ეცნობა

15:32, 29.12.2017

ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო სამუშაოებს  კახეთის რეგიონში ეცნობა. ზურაბ ალავიძემ,  საგარეჯოში ახალი ხიდის მშენებლობა დაათვალიერა.

სამუშაოები თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს.

ხიდის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ დროისათვის, დარჩენილია ხიდზე ასფალტ-ბეტონის საფარის  მოწყობა.

მსგავსი