საქართველოში „კოვიდ 19“-ის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 408 შეადგინა. მათგან 95 გამოჯანმრთელებული და 4 გარდაცვლილია. „კოვიდ 19“-ის დიაგნოზის მქონე ერთი პაციენტი გადმოიყვანეს გუშინ ინფექციური კლინიკიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც აღნიშნული დიაგნოზით საერთო ჯამში 39 პაციენტს მკურნალობენ. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, დაინფიცირებული პაციენტებიდან სამს აქვს შედარებით მძიმე პნევმონია, თუმცა მართვით სუნთქვას არც ერთი მათგანი არ საჭიროებს. ასევე კლინიკაში ელიან ერთი პაციენტის გამოჯანმრთელების დადასტურებას.