საქართველოში „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გამო, ინფიცირების მაჩვენებლი იზრდება ბავშვებში. ციციშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ახლა 165 პაციენტია მოთავსებული, ბოლო კვირაში მიმართვიანობა დაახლოებით ოთჯერ გაიზარდა. სამი მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პაციენტების უმრავლესობას მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და ზოგადი სისუსტე აღენიშნება.