კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი რუსთავის მკვიდრია. ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია და საქართველოში ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. მამაკაცი თბილისშია გადაყვანილი. პირველადი ინფორმაციით, მას კონტაქტები არ ჰყავს, რადგან სახლში მარტო იმყოფებოდა. მაღაზიაში კი პირბადით გადაადგილდებოდა.