ინფექციურში პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ირანის ოთხ მოქალაქეს, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ლუგარის ლაბორატორიის პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

პაციენტებს არ აქვთ გართულებები, თავს კარგად გრძნობენ და შესაბამისად, მათი სახლში გაწერა უახლოეს საათებში იგეგმება. განცხადება ამის შესახებ ინფექციურ საავადმყოფოში გაკეთდა, –

ხატია ჯამალაშვილი თემის დეტალებით.