ინციდენტი თელავში

დაჭრა თელავში. შემთხვევა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

უნივერსიტეტის სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დაჭრილი სტუდენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაიწყო.