კოჯორში მოქალაქესა და კომპანიას შორის მომხდარი ინციდენტი დროებით ამოწურულია.
საქმე ეხება გალაკტიონ ტაბიძის მეორე ჩიხის №4-ში არსებულ უძრავ ქონებას, რომელიც აუქციონზე „ემსი გრუპმა“ შეიძინა და მერიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე ქონების დემონტაჟს ცდილობდა. მოქალაქე ნატალია თუშიშვილი პროცესს აპროტესტებდა და განმარტავდა, რომ ამ შენობაში 2002 წლიდან ცხოვრობს. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. გამოიწერა ოქმი, რომლის საფუძველზეც კომპანიამ დემონტაჟი დროებით შეაჩერა.