გურჯაანში, სტიქიის ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. მას „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ და ბოტკოველი პიარკამპანიაში დაადანაშაულეს. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.