ინციდენტი გმირთა მემორიალთან

გმირთა მემორიალთან ინციდენტი მოხდა – ადგილზე ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ აქციას მართავდნენ. მათ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. სამართალდამცავებთან დაპირისპირების დროს ორგანიზაციის თავმჯდომარე დააკავეს, მოგვიანებით კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.