საქმე, რომელსაც დღეს მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა ღამის კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორი წევრისა და დიდუბის პოლიციის უფროსის მოადგილის დაჭრას ეხება. ინციდენტი პარასკევს მოხდა. დაკავებული მამაკაცი, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება სამი მუხლით დაიწყო, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
თეონა ხუბულავა არკვევს საქმის დეტალებს.