ეპიდემიასთან გასამკლავებლად, ივლისამდე, საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი აცრილი უნდა იყოს, – ასეთია 2022 წლის გეგმა, რომელიც იმუნიზაციის საბჭომ მოამზადა. დღესვე განიხილეს იმ ვაქცინების შესყიდვის საკითხი, რომლებიც ახალი შტამების საწინააღმდეგოდ ეფექტურია. პარალელურად, ქვეყანაში ყოველდღიურად შემთხვევათა რაოდენობა მატულობს. კორონავირუსი 23 664 მოქალაქეს დაუდასტურდა და 42 პაციენტი გარდაიცვალა.