„კოვიდ-19“-ით ინფიცირების 6021 ახალი შემთხვევა და 75 გარდაცვლილი. ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითიდღე მძიმდება. იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან , 10 ნოემბრიდან ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პირს შეეძლება, რომელსაც მეორე აცრიდან 6 თვე აქვს გასული. ამასთან, ცვლილებები შეეხო 12 წლიდან 15 წლამდე მოზარდებს. მათ ასაცრელად ახლა მხოლოდ მშობლის თანხმობაა საჭირო. ბუსტერ დოზად კი, სასურველი ვაქცინის არჩევა თავად პირზე იქნება დამოკიდებული. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც იმუნიზაციის საბჭომ მიიღო, შეეხება 60 წელს ზევით პირებს, მათ ბუსტერის გაკეთება მეორე ვაქცინიდან უკვე 3 თვის შემდგომ შეეძლებათ.