მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი გაიხსნა იმერეთში.
აცრის პუნქტები ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო. ვაქცინის გაკეთება რეგისტრაციის გარეშეც შესაძლებელია. საუნივერსიტეტო სივრცეში მობილიზებული ბრიგადები დღიურად 1500 ადამიანამდე აცრას უზრუნველყოფენ. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია „ფაიზერით“, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“. უახლოეს დღეებში კიდევ ერთი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ზესტაფონში გაიხსნება.