იმიტირებული სასამართლო პროცესი ყვარლის სასწავლო ცენტრში

ყვარლის სასწავლო ცენტრში ევროკავშირის სამართლის იმიტირებული პროცესის ფინალი გაიმართა.

კონკურსის გამარჯვებული თსუ-ს გუნდი გახდა. წლევანდელ, მეექვსე შეჯიბრებაში მონაწილეობის სურვილი 91-მა გუნდმა გამოთქვა, ფინალურ ეტაპზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ. სტუდენტური კონკურსი სამ რაუნდად წარიმართა – წერითი დავალება, ტრენინგი ევროკავშირის, აგრეთვე, მიგრაციის სამართალში და ზეპირი შეჯიბრება.

კონკურსს, რომლის მიზანი ევროკავშირის სამართლის პოპულარიზაცია და ევროინტეგრაციის პროცესისადმი ინტერესის გაზრდაა, იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი და იუსტიციის სასწავლო ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებენ.