7 ნოემბრის აქციის და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე დღეს მოსამართლემ ახალი ჩვენება მოისმინა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი დეტალურად ჰყვება, რა სტრატეგია იყო შემუშავებული დარბევის დროს და ვინ გასცემდა დავალებებს.
არჩილ არევაძე ახსენებს სოდ-ის და კუდ-ის მაშინდელ უფროსებს. ბრალდების ამ ეპიზოდში პროკურატურა ერეკლე კოდუას „იმედში“ შეჭრას და უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება.