საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბულგარეთში ვიზიტი მასპინძელი ქვეყნის ვიცეპრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით დაასრულა. აღნიშნა, რომ საქართველო და ბულგარეთი იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და საქართველოს უნდა ჰქონდეს ამ გზაზე ბულგარეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს პროგრესს, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის, ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს რეფორმებს და გაწეულ ძალისხმევას ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.