საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ ადასტურებს ინფორმაცის, რომ მექსიკაში კრიმინალებმა საქართველოს მოქალაქეები გაიტაცეს.
საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით ცდილობდნენ მოხვედრას. მინისტრის თქმით, უწყება კავშირზეა ამ პირებთან და აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს საელჩო მათ აღმოუჩენს შესაბამის დახმარებას.