„ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანმა აღადგინა სუვერენიტეტი“ – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა. ილჰამ ალიევმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ სამხედროებმა გამოავლინეს დიდი გმირობა, სიმამაცე და პროფესიონალიზმი. ამასთან, ალიევის განცხადებით, სომხეთის პოზიცია იმედისმომცემია. მისივე თქმით, შორს არ არის დღე, როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი მოაგვარებენ მათ შორის არსებულ პრობლემებს, ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თანამშრომლობის სამომავლო სამმხრივ ფორმატზე მუშაობას დაიწყებენ.