„იხვებზე ნადირობა“ – ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ნამუშევრის საერთაშორისო აღიარება.
გიორგი ქობალიას მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა. სოციალური დრამა ნადირობის სეზონზე და ადამიანურ ურთიერთობებზეა აგებული.
ფილმი სამეგრელოში დაფინანსების გარეშე გადაიღეს.