რუსეთის აგრესიული ქცევის საპასუხოდ, ნატო-მ მხარი დაუჭირა ახლო პარტნიორებს, საქართველოსა და უკრაინას, – ეს განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა, შეერთებული შტატების კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
იენს სტოლტენბერგის გამოსვლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას დარბაზში ტაში მოჰყვა. სტოლტენბერგმა რამდენჯერმე ახსენა რუსეთი და აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად ევროპაში, ერთმა სახელმწიფომ მეორე ქვეყნის ტერიტორია მიითვისა.