„ვფიქრობ, რომ საქართველო არის ქცევის მოდელის ნაწილი, რადგან რუსეთის აგრესიული ქმედებები მეზობლების წინააღმდეგ არ დაწყებულა 2014 წელს უკრაინაში ომით, ის 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაიწყო“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში „გერმანიის მარშალის ფონდის“ მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მხრიდან გავლენების გამყარების მცდელობაზე გააკეთა აქცენტი და ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, ნატო მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოსთან რეფორმების გატარების, პრაქტიკული, პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით. „მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ ყველას გვწამს, ველით, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს.“ -განცხადება სტოლტენბერგმა. უკრაინაზე საუბრისას კი გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ომის დროს ალიანსში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას, კითხვა მდგომარეობს უფრო იმაში, რა მოხდება, როდესაც ომი დასრულდება“.
ნატო-ს გენმდივნის განცხადებას შეფასებები მოყვა თბილისში.