იემენის ომის დასასრული

ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საუდის არაბეთს შორის პეკინში გაფორმებულ ურთიერთობის აღდგენის შეთანხმებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით პრაქტიკულად ელვისებური შედეგი მოჰყვა. ოფიციალური ერ რიადის გამოხატულ სურვილს, რომ სირიის პოლიტიკური ბლოკადა დაასრულოს, ამ ქვეყნების უმაღლესი დიპლომატების ერ რიადსა და დამასკოში  ოფიციალური ვიზიტების გაცვლა მოჰყვა. სირიის გარდა, ერ რიადმა ხმამაღალი განაცხადი გააკეთა, რომ ის მზადაა იემენის რვაწლიანი ომში მისი თანამონაწილეობა დაასრულოს და სამშვიდობო პროცესში ჩაერთოს. ამჯერად იემენის კონფლიქტი და მისი მომავალი იხილეთ შოთა თხელიძის სიუჟეტში.

42° პარალელი