იემენის დედაქალაქის აეროპორტი დაბომბეს. ამის შესახებ ცნობებს არაბული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ავიაიერიში, მეამბოხე ჰუსიტებსა და ქვეყნის პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის ერთგულ ჯარისკაცებს შორის შეტაკებების განახლებას მოჰყვა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ დედაქალაქ სანაას ქუჩებში შეტაკებები გუშინ, ღამით ინტენსიურად მიმდინარეობდა. მათივე თქმით, მოქალაქეთა ნაწილი დაბომბვის და შეტაკებების გამო, სახლებიდან ვერ გამოდიოდა.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ სხვადასხვა ცნობები ვრცელდება. გარდაცვლილთა რიცხვი სულ მცირე 60-ს აღწევს.
იემენში სამოქალაქო ომი 2014 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ერთმანეთს შიიტი მეამბოხე ჰუსიტები და იემენის პრეზიდენტის მომხრეები ებრძვიან. იემენის პრეზიდენტს ზურგს საუდის არაბეთი უმაგრებს, ხოლო ამბოხებულებს ირანი.