იანვარ-ივლისში საქართველოში იმპორტი 4,9 პროცენტით შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყანაში საზღვარგარეთიდან 4 მილიარდ 192 მილიონი დოლარის საქონელი შემოვიდა.
იმპორტისგან განსხვავებით ზრდას განაგრძობს ექსპორტი. წლის პირველ ნახევარში ქვეყნიდან ერთი მილიარდ 775 მილიონი დოლარის პროდუქტი გავიდა, რაც 11,5 პროცენტით აღემატება შარშანდელი წლის შესაბამის პერიოდს.
მთლიანობაში საგარეო ვაჭრობა 0,6 პროცენტით არის შემცირებული. იმპორტის მოცულობა კი ექსპორტს 40,5 პროცენტით აჭარბებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.