უკრაინაში დღეს გაიგზავნება საპატრიარქოს მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია. ერთი კვირის წინ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ახალგაზრდულმა მოძრაობამ „დავითიანნი“ უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო. მოქალაქეებს ნებისმიერ მოქმედ ტაძარში შეუძლიათ ტვირთის დატოვება. მოძრაობის ხელმძღვანელი კონსტანტინე სვანაძე განმარტავს, რომ მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარული პროდუქტების შეგროვებაში და დახმარება რამდენიმე ნაწილად გაიგზავნება.