განახლებული პროტესტი სოფელ ლაფანყურში.
პანკისის ხეობის წარმომადგენლები მეშვიდე დღეა მდინარე ლოპოტაზე სოფლიდან შვიდ კილომეტრში ჰესის დაგეგმილი მშენებლობის წინააღდეგ გამოდიან. ადგილობრივები საპროტესტო აქციას უწყვეტ რეჟიმში მართავენ და ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მდინარეზე 5.9 მეგავატი სიმძლავრის სადგური უნდა აშენდეს. კომპანია „ართანა-ლოპოტასა“ და ადგილობრივებს შორის ხელისუფლების ჩართულობით წლების განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა ამ დრომდე მხარეები საკუთარ პოზიციებზე რჩებიან.