საქართველოში ევროკავშირის ელჩი საკუთარ განცხადებას განმარტავს, სადაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე საუბრობდა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ეს არ იყო მისი მხრიდან შიდა ჩარევა და მან მხოლოდ საკუთარი აზრი გამოხატა. დიპლომატმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა იმუშაოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება.