ჰეპატიტების მსოფლიო დღე

C ჰეპატიტის 83 000-ზე მეტი შემთხვევა და მათ შორის 99% სრულად განკურნებული – ასეთია დაავადების ელიმინაციის იმ პროგრამის შედეგი, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ამოქმედდა.

28 ივლისს მსოფლიო ჰეპატიტების მსოფლიო დღეს აღნიშნავს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულიად უფასოდ მიღებული ამერიკული მედიკამენტებით გამოჯანმრთელებულთა მაღალი სტატისტიკის მიუხედავად, სფეროში მაინც რჩება გამოწვევები. მთავარ პრობლემად ის პაციენტები განიხილებიან, რომლებიც დიაგნოზის ცოდნის მიუხედავად, პროგრამაში ჩართვაზე უარს ამბობენ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2025 წლამდე იმოქმედებს. ამიტომ ექიმები მოქალაქეებს მიმართვიანობისკენ და ძვირადღირებული წამლების უფასოდ დროულად სარგებლობისკენ მოუწოდებენ.